აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეული სტუდენტებისთვის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურსს დიმიტრი (არზაყან) ემხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მისანიჭებლად. კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. სტუდენტის სასწავლო ბარათი;
3. პროფესორის რეკომენდაცია;
4. სამეცნიერო ნაშრომი, ნაშრომის გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
5. სიგელები, სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში);
6. რეზიუმე (ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ).
სტიპენდიების მოპოვების მსურველმა სტუდენტებმა, მიმდინარე წლის 19 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით დოკუმენტაცია უნდა გადააგზავნოთ ფაკულტეტის კანცელარიის ელ.ფოსტაზე chancellery.pes@tsu.ge.
ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის დანიშვნის წესი (იხ. დანართი)
დიმიტრი არზაყან ემუხვარის სტიპენდიის მინიჭების წესი (იხ. დანართი)